არჩილ თალაკვაძე - პროკურატურის ინფორმაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რა ხალხთან და რა „პოლიტიკურ პარტიასთან“ გვაქვს საქმე
არჩილ თალაკვაძე - პროკურატურის ინფორმაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რა ხალხთან და რა „პოლიტიკურ პარტიასთან“ გვაქვს საქმე

პროკურატურის ინფორმაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რა ხალხთან და რა „პოლიტიკურ პარტიასთან“ გვაქვს საქმე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რა ხალხთან და რა „პოლიტიკურ პარტიასთან“გვაქვს საქმე. ისინი ოპონენტებს ასეთი გზით იშორებდნენ. ამ არჩევნებშიც, ჩონჩხებივით სკივრიდან ამოძვრნენ და ქვეყანას უკან ექაჩებიან. 28 ოქტომბერს „ნაცმოძრაობა“ კუთვნილ წარსულში უნდა დავტოვოთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტი გაიხსნა. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის მომზადების ფაქტზე, დაკავებულია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოს პირველი სამსახურის ყოფილი უფროსი გიორგი მერებაშვილი, მეორე მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილე ლევან ქარდავასა და ამავე სამმართველოს მეორე სამსახურის უფროს რევაზ შიუკაშვილს კი წარედგინათ ბრალდებები.