არჩილ თალაკვაძე - სხდომა ოპოზიციამ ჩაშალა, საზოგადოებას აჩვენეს, რომ პარლამენტი და ქუჩა მათთვის ერთი და იგივეა, კეთილი უნდა ინებონ, იმუშაონ წესების მიხედვით, ფეხების ბაკუნით არ ხდება ურთიერთობა
არჩილ თალაკვაძე - სხდომა ოპოზიციამ ჩაშალა, საზოგადოებას აჩვენეს, რომ პარლამენტი და ქუჩა მათთვის ერთი და იგივეა, კეთილი უნდა ინებონ, იმუშაონ წესების მიხედვით, ფეხების ბაკუნით არ ხდება ურთიერთობა

ქალბატონ ხატიას და მის თანაგუნდელებს მინდა, ვუთხრა, რომ მინისტრების და პრემიერ-მინისტრების მოსმენები საქართველოს პარლამენტში ბოლო ორის წლის განმავლობაში ჯამურად აღემატება წინა 20 წლის განმავლობაში რაც პრემიერ-მინისტრების და მინისტრების მოსმენები ახსოვს ამ პარლამენტს. ასე, რომ ამ კუთხით, მათგან „ქართულ ოცნებას“ მისათითებელი ნამდვილად არაფერი აქვს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

მისივე თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში 5-6 ივლისის მოვლენების ირგვლივ პასუხების გასაცემად იყო მისული, მაგრამ სხდომა ოპოზიციის ქმედებების გამო ჩაიშალა.

„მეორეც, რა ლოგიკასაც ავითარებენ, აბსოლუტურად გამოცლილია საფუძველს, რადგან შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში მოვიდა, რათა კითხვებზე პასუხები გაეცა. მას ხომ არ დაუგეგმავს ჟურნალისტების პროტესტი და ოპოზიციის ასეთი დესტრუქციული ქმედებები. ოპოზიციამ ჩაშალა ეს სხდომა ზუსტად იმიტომ, რაც თქვა ქალბატონმა ხატიამ, მათთვის პასუხები კი აირ იყო მნიშვნელოვანი, არამედ გაეკეთებინათ სპეცეფექტები. საზოგადოებას აჩვენეს, რომ პარლამენტი და ქუჩა მათთვის არის ერთი და იგივე. რასაც აკეთებდნენ ქუჩაში, უნდოდათ, რომ იგივე გაეკეთებინათ პარლამენტში, ეს არის საქართველოს პარლამენტი, ისტორიული დარბაზი, აქ არის წესები და კეთილი უნდა ინებონ, თუ არიან შემოსული, ამ თამაშის წესებით იმუშაონ, მაგრამ შემოსულები არიან თუ გასულები, დღემდე გაუგებარია საზოგადოებისთვის. ფეხების ბაკუნით და კატეგორიებით ხომ არ ხდება ურთიერთობა, არამედ არსებობს რეგლამენტი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დატოვე კომენტარი