არჩილ თალაკვაძე - ოპოზიციის მხრიდან მხოლოდ განცხადებები ისმის, თუმცა მათ საგამოძიებო კომისიის შექმნის შესაძლებლობა აქვთ
არჩილ თალაკვაძე - ოპოზიციის მხრიდან მხოლოდ განცხადებები ისმის, თუმცა მათ საგამოძიებო კომისიის შექმნის შესაძლებლობა აქვთ

სამწუხაროდ, ახლა ოპოზიციის მხრიდან ვხედავთ, რომ ტრიბუნასთან კეთდება განცხადებები, რასაც შემდეგ საქმე არ მოჰყვება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძემ განუცხადა, რომელიც სასამართლოს „კლანურ მმართველობაზე“ “„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დროებით საპარლამენტო კომისიის შექმნის საკითხს გამოეხმაურა.

თალაკვაძის თქმით, ოპოზიციის მხრიდან ჯერ მხოლოდ განცხადებები ისმის, თუმცა მათ საგამოძიებო კომისიის შექმნის შესაძლებლობა აქვთ.

„მათ ჯერ არც ერთი კომისია არ შეუქმნიათ. არც იმ კომისიაში ჩაერთვნენ, რომელიც შეიქმნა მათი ბრალდებებიდან გამომდინარე. პირველ რიგში, ოპოზიციამ კონსულტაცია პარტიების შიგნით უნდა გამართოს და საკითხი სხდომაზე გაიტანონ. თუ რაიმეს შექმნის სურვილი აქვთ, ეს შეუძლიათ, ვნახოთ, რას და როგორ გააკეთებენ“, – განაცხადა თალაკვაძემ.