არჩილ თალაკვაძე - „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს პრორუსული ბელადი, რომელიც ყოველთვის რუსულ საქმეს აკეთებდა
არჩილ თალაკვაძე - „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს პრორუსული ბელადი, რომელიც ყოველთვის რუსულ საქმეს აკეთებდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს პრორუსული ბელადი, რომელიც რეალურდ ყოველთვის რუსულ საქმეს აკეთებდა.

მისივე თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ის არის პოლიტიკაში ანტისისტემური ძალა.

„ჩვენ ვიცით, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს ცალსახად პრორუსული ბელადი, რომელიც სიტყვით დასავლურს, ხოლო რეალურად რუსულ საქმეს აკეთებდა ყოველთვის. დღეს მისი დესტრუქციული და უპასუხისმგებლო განცხადებაც პირდაპირ ლუსტრაციას ახდენს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ეს რადიკალური ფრთა, დიდი ნაწილი არის სახელწმიფო ინტერესების, საზოგადოების დაკვეთის წინააღმდეგ, რაც მთავარია, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ის არის პოლიტიკაში ანტისისტემური ძალა და იღებს გადაწყვეტილებებს, რომლებიც მიმართულია ჩვენი სახელმწიფოს და ხალხის წინააღმდეგ. სხვაგვარად უბრალოდ შეუძლებელია იმის ახსნა, რა დამოკიდებულებაც დღეს სააკაშვილის მხრიდან ვნახეთ. ადამიანის, რომელსაც თავის ანგარიშზე აქვს არაერთი გაყალბებული არჩევნები, დამახინჯებული კონსტიუტუცია, ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, მედიის სრული კონტროლი, საკუთრების უფლების უხეში შელახვა და ადამიანის უფლების სისტემური დარღვევები, რომელსაც წლების განმავლობაში მალავდა და ჩვენს პარტნიორებს არწმუნებდა, რომ ეს იყო რეალური პროგრესი ქვეყანაში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.