არჩილ თალაკვაძე - პოლიციამ ძალიან სწრაფად იმოქმედა და ჩემი ბინის ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
არჩილ თალაკვაძე - პოლიციამ ძალიან სწრაფად იმოქმედა და ჩემი ბინის ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე მისი ბინის გაქურდვის ფაქტს გამოეხმაურა.

დეპუტატის ინფორმაციით, ქურდობა ორი დღის წინ მოხდა და იმ დროს ოჯახის წევრები სახლში არ იმყოფებოდნენ.

„მოხდა ქურდობის ფაქტი. პოლიციამ ძალიან სწრაფი რეაგირება მოახდინა და პრაქტიკულად ცხელ კვალზე გახსნა საქმე. მოპარული იყო ჩემი პირადი პისტოლეტი და ფული. რამდენადაც ცნობილია ერთი პირი ამ საქმეზე დაკავებულია და მოპარული ნივთები ამოღებულია. ქურდობა ორი დღის წინ მოხდა და ქურდობის დროს სახლში არ ვიმყოფებოდით. მინდა მადლობა გადავუხადო პოლიციელებს. მათ ძალიან მაღალპროფესიულ დონეზე იმუშავეს. სხვა დეტალებს ამ მომენტში ვერ გეტყვით”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დეპუტატ არჩილ თალაკვაძის ბინის გაქურდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.