არჩილ თალაკვაძე - მომეჩვენა, თუ ის ხალხი ლაპარაკობს ვაქცინების დაგვიანებაზე, ვინც კბილები ამოუღო ხანდაზმულებს, „ღიმილიანი საქართველო“ ხომ გახსოვთ
არჩილ თალაკვაძე - მომეჩვენა, თუ ის ხალხი ლაპარაკობს ვაქცინების დაგვიანებაზე, ვინც კბილები ამოუღო ხანდაზმულებს, „ღიმილიანი საქართველო“ ხომ გახსოვთ

მომეჩვენა, თუ ის ხალხი ლაპარაკობს ვაქცინების დაგვიანებაზე, ვინც კბილები ამოუღო ხანდაზმულ ადამიანებს? „ღიმილიანი საქართველო“ გახსოვთ თქვენი პროგრამა? და თქვენ გინდათ ახლა დაგვაჯეროთ, რომ მართლა წუხხართ, რომ ვაქცინამ ორი დღით დაიგვიანა? – ასე მიმართა ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს პლენარულ სხდომაზე.

თალაკვაძის თქმით, ყველა მოქალაქე აიცრება და ეს პრობლემა სრულად ამოიწურება.

„მინისტრთან გვაქვს პირდაპირი კომუნიკაცია და მისგან გვაქვს ინფორმაცია, ვისაც ახლა უწევს მეორე ვაქცინაცია, ყველა მოქალაქე აიცრება და ეს პრობლემა ამოიწურება სრულად“, – განაცხადა ვიცე-სპიკერმა.

ამასთან, არჩილ თალაკვაძემ „ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართა: „პარლამენტის წინ ცარიელი კარვები რომ დგას, იქნებ შეთანხმდეთ და ეგ კარვებიც აიღოთ“.

„პარლამენტის შენობის უკან რკინის ფარის აღებასთან დაკავშირებით უკვე მერამდენე მადლობას ვისმენთ. გთხოვთ, დაინტერესდეთ, პარლამენტის წინ რაც ხდება, ცარიელი კარვები რომ დგას და რამდენიმე ადამიანს აწვალებენ ამ სიცხეში, მაგაზე ვინ იღებს გადაწყვეტილებას, იქნებ შეთანხმდეთ და ეგ კარვებიც აიღოთ“, -მიმართა ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს პლენარულ სხდომაზე.