არჩილ თალაკვაძე - მხარს ვუჭერთ უკრაინას ტერიტორიული მთლიანობისა და მშვიდობის გზაზე, დიდება უკრაინას
არჩილ თალაკვაძე - მხარს ვუჭერთ უკრაინას ტერიტორიული მთლიანობისა და მშვიდობის გზაზე, დიდება უკრაინას

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, უკრაინასთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი არჩილ თალაკვაძე უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„გილოცავთ უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს! უკრაინის დამოუკიდებლობა გამოიწრთო და დაცული იქნა უკრაინისა და მისი ხალხის სიმამაცითა და გმირობით მრავალი წლის განმავლობაში. ჩვენ უდიდესი პატივისცემით ვადასტურებთ და მხარს ვუჭერთ უკრაინას, მისი ტერიტორიული მთლიანობისა და მშვიდობის გზაზე. დიდება უკრაინას“, – წერს არჩილ თალაკვაძე „ტვიტერის“ გვერდზე.