არჩილ თალაკვაძე – მიმდინარე კვირაში, როცა მთავრობა პარლამენტშია, ასევე, პრემიერი წარდგება პლენარულ სხდომაზე, დარწმუნებული ვარ, პანდემიასთან დაკავშირებით ყველა მნიშვნელოვან საკითხზე შევძლებთ დისკუსიას

14:37, 21.12.2020

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ მიმდინარე კვირის განმავლობაში, როდესაც პარლამენტში მთავრობის ახალ შემადგენლობას უსმენენ, ასევე პრემიერ-მინისტრი წარდგება პლენარულ სხდომაზე, პანდემიასთან დაკავშირებით ყველა მნიშვნელოვან საკითხზე დისკუსია გაიმართება და საზოგადოება მეტ ინფორმაციას მიიღებს.

მისივე თქმით, იმედისმომცემია, რომ „კოვიდ“-ვაქცინასთან დაკავშირებით ყოველდღიურად არის სიახლეები. აგრეთვე, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც მუშაობს და ამზადებს ვაქცინაციისთვის საჭირო ყველა პირობას.

„მიმდინარე კვირაში, როდესაც მთავრობა პარლამენტშია, ასევე პრემიერ-მინისტრი წარდგება პლენარულ სხდომაზე, დარწმუნებული ვარ, რომ პანდემიასთან დაკავშირებით ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ჩვენ შევძლებთ დისკუსიას, კითხვების დასმას და მეტი ინფორმაცია ექნება ჩვენს საზოგადოებას.

იმედისმომეცია ის, რომ „კოვიდ“-ვაქცინასთან დაკავშირებით, ყოველდღიურად არის სიახლეები, ასევე პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც მუშაობს და ამზადებს ვაქცინაციისთვის საჭირო ყველა პირობას. იმედი გვაქვს, უმოკლეს შესაძლებელ ვადებში, საქართველოსთვის ხელმისაწვდომი იქნება „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა.

საბოოლოო ჯამში, ეს მოიტანს იმას, რომ პანდემია დასრულდება, ჩვენ დავუბრუნდებით ნორმალურ სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში პანდემიამდე არსებობდა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე.

მსგავსი