არჩილ თალაკვაძე - მიღებული შედეგის მიუხედავად, ოპოზიციას არ უნდა, იყოს ოპოზიცია და ეს არის ზუსტად მათი პრობლემა
ჩვენ საზოგადოების გაერთიანება გვსურს და ამ მიზნის მიღწევისთვის და ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარებისთვის მზად ვართ, ვისაუბროთ ნებისმიერ იმ პოლიტიკურ ძალასთან, ვისაც ქვეყანაში ნორმალური პოლიტიკური პროცესის უზრუნველყოფა სურს, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
„რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ ხაზს, რომელსაც ცხელთავიანი ლიდერები ხელმძღვანელობენ, ეს განწირულია წარუმატებლობისთვის, რადგან ოპოზიციის შიგნით, უკლებლივ ყველა პარტიაში არიან ადამიანები, ვინც ამ პროცესს პრაგმატულად უყურებს და ისინი გრძნობენ, რომ მხარდამჭერების იგნორირება არის არადემოკრატიული.
მათ იგივეს მოუწოდებენ საერთაშორისო პარტნიორები და ეუბნებიან, შედით პარლამენტში, იმუშავეთ, გამოიყენეთ თქვენი მანდატი. ჩანს, რომ ოპოზიციას დამდგარი შედეგის მიუხედავად არ უნდა, რომ იყოს ოპოზიცია და ეს არის ზუსტად მათი პრობლემა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.