არჩილ თალაკვაძე - ლიდერების ხელმძღვანელობით, „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო არაერთ არჩევნებში გამარჯვება, არაერთი კრიზისული სიტუაციის მოგვარება, საზოგადოებამ შეაფასოს, ვინც იმარჯვებს, ძლიერია თუ სუსტი
არჩილ თალაკვაძე - ლიდერების ხელმძღვანელობით, „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო არაერთ არჩევნებში გამარჯვება, არაერთი კრიზისული სიტუაციის მოგვარება, საზოგადოებამ შეაფასოს, ვინც იმარჯვებს, ძლიერია თუ სუსტი

ლიდერების ხელმძღვანელობით, „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო არაერთ არჩევნებში დამაჯერებლად გამარჯვება, არაერთი კრიზისული სიტუაციის მოგვარება – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ გიორგი გახარიას გუშინდელი განცხადებების კომენტირებისას აღნიშნა.

თალაკვაძის თქმით, საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, მმართველი გუნდის ხელმძღვანელობა ძლიერია თუ სუსტი.

ლიდერშიფი სუსტია თუ ძლიერი, ამას საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ თავისი ლიდერების ხელმძღვანელობით, შეძლო არაერთ არჩევნებში დამაჯერებლად გამარჯვება; შეძლო არაერთი კრიზისული სიტუაციის მოგვარება ისე, როგორც ეს ჩვენს ქვეყანას და დემოკრატიულ სახელმწიფოს სჭირდებოდა. ახლა საზოგადოებამ შეაფასოს – ის, ვინც იმარჯვებს, ძლიერია თუ სუსტი; ის, ვინც რთულ სიტუაციებს თავს წარმატებით ართმევს, ძლიერია თუ სუსტი. ჩვენ გუშინ დემოკრატიის და პარლამენტის წინააღმდე 7-თვიანი საბოტაჟი დავამთავრეთ. ესეც იყო სახელმწიფოსა და ჩვენი დემოკრატიის გამარჯვება. ამაში ძირითადი წვლილი შეტანილი აქვს ჩვენს პოლიტიკურ გუნდს, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად. როდესაც ვინმე განცხადებას აკეთებს სისუსტეზე, ეს არის რეალობა და ფაქტები მეორე მხარეს. ძალიან ადვილია, ჩვენმა მოქალაქეებმა შეაფასონ, ვინ არის სუსტი და ვინ არის ძლიერი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.