არჩილ თალაკვაძე - ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ეკონომიკის სტაბილიზაცია მოხდეს
არჩილ თალაკვაძე - ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ეკონომიკის სტაბილიზაცია მოხდეს

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, ეკონომიკური თვალსაზრისით, საქართველოს მთავრობა გამბედავ და დროულ ნაბიჯებს დგამს. როგორც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე თალაკვაძემ განაცხადა, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ეკონომიკის სტაბილიზაცია მოხდეს.

„ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ პარლამენტს საქართველოში შეკერილი პირბადეები გამოგვიგვზანა. 24 საათში დაახლოებით 150 ათასი ცალი პირბადე იკერება და ამაზე ცხრა ქართული საწარმო მუშაობს. ამ საწარმოების მხარდაჭერა ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი იყო, რაც მთავრობამ გააკეთა. ეს არ არის ერთადერთი მაგალითი. სხვა მიმართულებითაც არაერთი მაგალითია, იგივე კარანტინის განხორციელება და სასტუმროების ქსელის დატვირთვით ხდება. ამ თვალსაზრისით, მთავრობასა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობა შედგა. ესეც კი ცხადყოფს, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ეკონომიკის სტაბილიზაცია მოხდეს. რა თქმა უნდა, ეს არ არის სტანდარტული პირობები ბიზნესისთვის, მაგრამ სამწუხაროდ, პანდემიის გამო არსებულ გარემოსთან და პირობებთან ადაპტირება ყველას გვიწევს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.