არჩილ თალაკვაძე - ინაუგურაცია კიდევ ერთი სიმბოლური ცერემონია იქნება, რომელზეც საპრეზიდენტო მანდატის გადაცემა ევროპული ტრადიციების შესაბამისად მოხდება
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის მოსაზრებით, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია კიდევ ერთი სიმბოლური ცერემონია იქნება, რომელზეც საზოგადოება დაინახავს, რომ საპრეზიდენტო მანდატის გადაცემა დემოკრატიულად, მშვიდობიანად და ევროპული ტრადიციების შესაბამისად ხდება.
თალაკვაძის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სალომე ზურაბიშვილს მსოფლიო ლიდერებმა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს, რაც იმის დამადასტურებელია, რომ საქართველოში საარჩევნო პროცესს, დემოკრატიას დიდი მხარდაჭერა აქვს.
„ინაუგურაცია კიდევ ერთი სიმბოლო და ცერემონია იქნება, რითაც საქართველოში საპრეზიდენტო მანდატის გადაცემა მოხდება კულტურული, თანამედროვე თანამშრომლობის თანახმად, რომელიც ქვეყანას წარმოაჩენს, როგორც ევროპულ სახელმწიფოს“, – განაცხადა თალაკვაძემ.