არჩილ თალაკვაძე იმედოვნებს, რომ ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხილვაში მონაწილეობას მიიღებს
არჩილ თალაკვაძე იმედოვნებს, რომ ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხილვაში მონაწილეობას მიიღებს

პარლამენტის ვიცე-სპიკერ არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არ გაყალბებულა.

როგორც ჟურნალისტებს თალაკვაძემ განუცხადა, დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ყველა პრობლემური უბანი შეისწავლა და ის პრობლემები გამოარკვია, რისი გაუმჯობესებაც საჭიროა.

კომისია მიიჩნევს, რომ საპარლამენტო არჩევნების გაყალბებაზე ოპოზიციის ბრალდების დასაბუთება ვერ იყო მოძიებული.

„არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში, ფუნდამენტური უფლებების დაცვით, და კომისიამ დაადგინა, რომ არჩევნები არ გაყალბებულა. იმედი მაქვს, ოპოზიციას პასუხისმგებლობა ეყოფა და განხილვაში მონაწილეობას მიიღებს. პრაქტიკული რეკომენდაციები იქნება პროცესის გაუმჯობესებისთვის გამოყენებული. ოპოზიციამ ჩვენ მიერ შეთავაზებული არც ერთი მექანიზმი არ გამოიყენა საკუთარი ბრალდების დასამტკიცებლად, რაც აპრიორი იმას ნიშნავდა, რომ მათი ბრალდებები უსაფუძვლო იყო“, – განაცხადა თალაკვაძემ.

დატოვე კომენტარი