არჩილ თალაკვაძე - გვჭირდება მეტი ადამიანის ჩართვა ეკონომიკაში და ვალების განულების გადაწყვეტილება ამის ერთ-ერთი წინაპირობაა
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ვალების განულების ინიციატივა უპრეცედენტოდ დადებითია. მისი თქმით, საჭიროა მეტი ადამიანის ჩართვა ეკონომიკაში და ვალების განულების გადაწყვეტილება ამის ერთ-ერთი წინაპირობაა.
„სოციალური უსაფრთხოების თვალსაზრისით, სამართლიანობით და მასშტაბით, ვალების განულების ინიციატივა არის უპრეცედენტოდ დადებითი. ამით კიდევ 600 000 ადამიანი ჩვენს ქვეყანაში ახალ წელს ვალების გარეშე შეხვდება. მომავალში ჩვენ გვჭირდება სამართლიანი თამაშის წესები, რომელიც პასუხისმგებლიან დაკრედიტებას უზრუნველყოფს, გვჭირდება მეტი ადამიანის ჩართვა ეკონომიკაში და ვალების განულების გადაწყვეტილება ამის ერთ-ერთი წინაპირობაა.
მინდა, მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს ამ ინიციატივისთვის და ფონდ „ქართუს“ უპრეცედენტო მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.