არჩილ თალაკვაძე - გოჩა ლორთქიფანიძის არჩევა მოსამართლედ, ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს მიერ, დიდი აღიარებაა
არჩილ თალაკვაძე - გოჩა ლორთქიფანიძის არჩევა მოსამართლედ, ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს მიერ, დიდი აღიარებაა

გოჩა ლორთქიფანიძის არჩევა მოსამართლედ, ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს მიერ, დიდი აღიარებაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს.

„გვეამაყება, რომ ასეთი პროფესიონალი, წლების განმავლობაში საჯარო სამსახურს და სახელისუფლებო გუნდს საუკეთესოდ წარმოადგენს და წარმატებით ემსახურება თავის ქვეყანას. საქართველოს პარლამენტის სახელით ვულოცავ გოჩა ლორთქიფანიძეს და წარმატებებს ვუსურვებ“, – აღნიშნავს არჩილ თალაკვაძე.

შეგახსენებთ, გოჩა ლორთქიფანიძე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს.