არჩილ თალაკვაძე - ესენი არიან შენიღბული დამნაშავეები, ზოგი პოლიტიკას არის ამოფარებული, ზოგი კი მედიას
ესენი არიან შენიღბული დამნაშავეები, ზოგი პოლიტიკას არის ამოფარებული, ზოგიც კი მედიას. რეალურად, ამ ადამიანების უკან არის უმძიმესი პოლიტიკური ბიოგრაფიები, სისტემური დანაშაულები და ადამიანის და საზოგადოების ღირსების ხელყოფა, დღეს გადაფუთულები მოდიან საზოგადოებასთან მშვიდობის და დემოკრატიის სახელით, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
„რა თქმა უნდა ყველა პარტიაში არიან ადამიანები, ვისთანაც პარლამენტში ნორმალური თანამშრომლობა შეიძლება, როგორიც ევროპულ პარლამენტებში არსებობს უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის.
ახლა არის დრო, რომ ამ ადამიანებმა მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები, გამოვიდნენ ცხელთავიანი ლიდერების პოლიტიკური დღის წესრიგიდან და მხარდამჭერთა რეალური დაკვეთა შეასრულონ – შევიდნენ პარლამენტში და იმუშაონ“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.