არჩილ თალაკვაძე - ერთადერთი შესაძლებლობა, რომ „გირჩმა“ იმსჯელოს თავის სასურველ რეფორმებზე, პარლამენტში ყოფნა და დისკუსიაა
არჩილ თალაკვაძე - ერთადერთი შესაძლებლობა, რომ „გირჩმა“ იმსჯელოს თავის სასურველ რეფორმებზე, პარლამენტში ყოფნა და დისკუსიაა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, დასაფასებელია, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების ბოლო რაუნდზე „გირჩმა“ გამოხატა მზადყოფნა, რომ დოკუმენტზე ხელი მოეწერა.

„ვფიქრობ, უპირველესად, დასაფასებელია პოზიცია, რომელიც მათ დააფიქსირეს დიალოგის ბოლო რაუნდში. მათ პირდაპირ თქვეს, რომ მზად იყვნენ დოკუმენტზე ხელმოსაწერად, რაც ვფიქრობ, იყო სწორი გადაწყვეტილება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

რაც შეეხება რამდენიმე დღის წინ „გირჩის“ მიერ დასახელებულ საკითხებს, თალაკვაძე ამბობს, რომ პარტიამ სასურველ რეფორმებზე პარლამენტში უნდა იმსჯელოს.

„შვიდი პუნქტიც, და შესაძლოა მეტიც აქვთ ასეთი. ეს არის „გირჩის“ დღის წესრიგი, „გირჩის“, როგორც პოლიტიკური პარტიის, პროგრამა და ამ პროგრამით ისინი გამოვიდნენ არჩევნებში. ყველამ ვნახეთ, თუ რამდენმა მოქალაქემ დაუჭირა ამას მხარი. ამიტომ, ერთადერთი შესაძლებლობა, „გირჩმა“ იმსჯელოს თავის სასურველ რეფორმებზე, არის პარლამენტში ყოფნა და პარლამენტში დისკუსია“, – აღნიშნა თალაკვაძემ.