არჩილ თალაკვაძე - დარწმუნებული ვარ, საზოგადოება აირჩევს ყველაზე საქმიან, პროგრესულ პოლიტიკურ პარტიას და პროგრამას
არჩილ თალაკვაძე - დარწმუნებული ვარ, საზოგადოება აირჩევს ყველაზე საქმიან, პროგრესულ პოლიტიკურ პარტიას და პროგრამას

ძალიან კონკურენტული არჩევნებია. ჩვენ შევცვალეთ და გავაუმჯობესეთ კანონმდებლობა, რაც უკვე აშკარად ჩანს. ხედავთ, რომ ის პრეტენზიები, რაც წინა კამპანიების დროს ჰქონდათ საარჩევნო პროცესის მიმართ, ახლა არის აღმოფხვრილი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ანტისახელმწიფოებრივი და მარგინალური პოლიტიკური პარტიაა.

„კონკურენცია თავისთავად იწვევს ერთგვარ დაძაბულობასაც და ამ ფონს ემატება ის, რომ გვყავს ისეთი ანტისახელმწიფოებრივი და მარგინალური პოლიტიკური პარტია როგორიცაა „ნაციონალური მოძრაობა“, ასევე სხვადასხვა ფერებსა და ნომრებში შეფუთული მისი სატელიტები, თუმცა არის რეალური არჩევანი და მე დარწმუნებული ვარ, საზოგადოება აირჩევს ყველაზე საქმიან, ყველაზე პროგრესულ პოლიტიკურ პარტიას და პროგრამას“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დატოვე კომენტარი