არჩილ თალაკვაძე და ირაკლი კობახიძე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ირაკლი კობახიძემ დაუდასტურა ინფორმაცია.
კობახიძის თქმით, შეხვედრაზე განხილვის მთავარი საგანი იყო ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები.
შეხვედრა ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში შედგა და, არსებული ინფორმაციით, მას აშშ-ის ელჩი კელი დეგნანიც ესწრებოდა.