არჩილ თალაკვაძე - ჩვენი მიზანია, მოვიძიოთ ახალი საიმედო ინვესტორი, რომელიც ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებას შეძლებს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი განხორციელდეს. ამის შესახებ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აშშ-ში განაცხადა, სადაც ვიზიტით იმყოფება.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ანაკლიის პორტის თემაზე საუბარი შედგა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს თანაშემწესთან გამართულ შეხვედრაზეც. თალაკვაძის თქმით, რომ მან მაიკ პომპეოს თანაშემწეს ამ საკითხთან დაკავშირებით ობიექტური ინფორმაცია მიაწოდა.
„ჩვენ გვქონდა საუბარი სახელმწიფო დეპარტამენტთან იმ ეკონომიკურ პროექტებზე, რომელიც აქვს დაგეგმილი ჩვენს ხელისუფლებას, მათ შორის ვისაუბრეთ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით. ჩვენი მიზანია, მოვიძიოთ ახალი საიმედო პარტნიორი, ინვესტორი, რომელიც შეძლებს ამ პროექტის განხორციელებას. ჩვენ მზად ვართ, მომავალშიც მხარი დავუჭიროთ ამ პროექტს“, – განაცხადა არჩილ თალაკავძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.