არჩილ თალაკვაძე - ცესკო-სთან დაკავშირებულ ინიციატივას აკრიტიკებს რადიკალური ოპოზიცია, რადგან, სავარაუდოდ, მარცხს ხედავენ მომდევნო არჩევნებში და სურთ, ეს ისევ საარჩევნო ადმინისტრაციას გადააბრალონ
არჩილ თალაკვაძე - ცესკო-სთან დაკავშირებულ ინიციატივას აკრიტიკებს რადიკალური ოპოზიცია, რადგან, სავარაუდოდ, მარცხს ხედავენ მომდევნო არჩევნებში და სურთ, ეს ისევ საარჩევნო ადმინისტრაციას გადააბრალონ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან დაკავშირებულ ცვლილებებს ძირითადად აკრიტიკებს რადიკალური ოპოზიცია, რომლის მიზანიცაა, საქართველოს არ ჰქონდეს სტაბილური საარჩევნო ადმინისტრაცია.

„ეს მათ სჭირდებათ, რადგან ხედავენ, სავარაუდოდ, მარცხს მომდევნო არჩევნებში. სურთ, ეს ისევ გადააბრალონ საარჩევნო ადმინისტრაციას, თვითონ კი არ აიღონ პასუხისმგებლობა შედეგებზე, არამედ მხარდამჭერები მოატყუონ, თითქოს, მათ გარდა, ეს ყველას ბრალია. ჩვენი ინიციატივა ნაკარნახევია სახელმწიფო და საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე. შეუძლებელია, 6-თვიანი ადმინისტრაციით ქვეყანამ ჩაატაროს სანდო, გამჭვირვალე არჩევნები, ყველა წესების დაცვით, რომელსაც პარტნიორები და საზოგადოება ელოდებინ. ეს გადაწყვეტილება ემსახურება, რომ ქვეყანას ჰყავდეს სტაბილური ცესკო, პოლიტიკური ჩარევისგან დაცული. ვინც ამას ეწინააღმდეგება, უნდა გვაჩვენოს არგუმენტები, რომელიც არ არის. ეს არ არის ევროპული მოდელი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამასთან, თალაკვაძის თქმით, შექმნიან ისეთ საკანონმდებლო გარანტიებს, როგორიც ევროპის დემოკრატიულ ქვეყნებს აქვთ.