არჩილ თალაკვაძე აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის აპარატის უფროსს შეხვდა
არჩილ თალაკვაძე აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის აპარატის უფროსს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აშშ-ის ელჩთან, კელი დეგნანთან ერთად აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის აპარატის უფროსს, კრის სოჩას შეხვდა.

როგორც საქართველოს პირველ არხს პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, საუბარი ძირითად პოლიტიკურ საკითხებს და 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის როლს შეეხებოდა.

არჩილ თალაკვაძემ სენატის საგარეო კომიტეტის მაღალჩინოსანს მიმდინარე საკითხებზე და სამომავლო გეგმებზე მმართველი გუნდის ხედვა გააცნო.