არჩილ თალაკვაძე არ გამორიცხავს, რომ მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებზე მსჯელობა დაიწყოს
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ მცირე მთავრობის მოდელი შენარჩუნებული იქნება, თუმცა გამორიცხული არ არის, გარკვეულ სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით მსჯელობა დაიწყოს.
საქართველოს პირველი არხის კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა სამთავრობო ცვლილებების პარალელურად სტრუქტურული ცვლილებების განხორციელება, თალაკვაძე აცხადებს, რომ ეს ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების მომენტში ვერ მოხდება.
„მცირე მთავრობის მოდელს შევინარჩუნებთ, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეულ სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით მსჯელობა დავიწყოთ. მაგალითად, რომელიც უკავშირდება კულტურის სფეროს, თუმცა ამას სჭირდება საკმაოდ კომპლექსური საკანონმდებლო და საბიუჯეტო ცვლილებები. ეს ვერ მოხდება ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების მომენტშივე. მმართველ გუნდში ამ საკითხზე არის განსხვავებული პოზიციები და საქმის კურსში ჩავაყენებთ საზოგადოებასა და მედიას დისკუსიის შედეგებზე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.