არჩილ თალაკვაძე აღდგომას ულოცავს ყველა მოქალაქეს, ვინც დღესასწაულს დღეს აღნიშნავს

11:39, 12.04.2020

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე აღდგომას ულოცავს ყველა მოქალაქეს, ვინც დღესასწაულს დღეს აღნიშნავს.

​ქართველ კათოლიკეებს, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიასა და ჩვენს სომეხ თანამოქალაქეებს, საქართველოს ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიასა და მის მრევლს, ვინც აღდგომას დღეს აღნიშნავს, ვულოცავ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს!

თქვენ და თქვენს ოჯახებს სიკეთეს, ჯანმრთელობას და სიხარულს გისურვებთ, მრავალს დაესწარით“,- აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

მსგავსი