არჩილ თალაკვაძე - 7 ნოემბერი მთელ საზოგადოებას შეგვახსენებს, რა მეთოდებით მართავდა წინა ხელისუფლება და დღევანდელი ე.წ. მთავარი ოპოზიცა ქვეყანას, ეს აღარასდროს უნდა განმეორდეს 
არჩილ თალაკვაძე - 7 ნოემბერი მთელ საზოგადოებას შეგვახსენებს, რა მეთოდებით მართავდა წინა ხელისუფლება და დღევანდელი ე.წ. მთავარი ოპოზიცა ქვეყანას, ეს აღარასდროს უნდა განმეორდეს 

პარლამენტის ვიცე-სპიკერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით 7 ნოემბერი საზოგადოებას შეახსენებს, რა მეთოდებით მართავდა წინა ხელისუფლება ქვეყანას.

მისივე თქმით, შვიდი ნოემბრის მოვლენები საქართველოში აღარასდროს უნდა განმეორდეს.

„7 ნოემბერი არის თარიღი, რომელიც მთელ საზოგადოებას შეგვახსენებს, რა მეთოდებით მართავდა წინა ხელისუფლება და დღევანდელი ე.წ. მთავარი ოპოზიცია ქვეყანას. როგორ ექცეოდა ადამიანებს და რა ფასადური დემოკრატია ჰქონდა შექმნილი, როდესაც ხალხსაც ნაცარს აყრიდა თვალებში და დასავლეთსაც ატყუებდა, თითქოს დემოკრატიული რეფორმების სახელით ჩაგრავდა, აწამებდა და არბევდა თავის საზოგადოებას, რაც აღარასდროს უნდა განმეორდეს. ეს რომ არ განმეორდეს, საჭიროა, შავს დავარქვათ შავი, თეთრს – თეთრი, ბოროტებას მივცეთ სათანადო შეფასება და სამართლიანები ვიყოთ ყოველთვის, როდესაც ვაფასებთ მოვლენებს, ისტორიას თუ აწმყოს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი 7 ნოემბრის მოვლენებიდან.

ძალიან მნიშვნელოვანია მაშინდელი სახალხო დამცველის ანგარიში, სადაც დეტალურად არის აღწერილი, რა მასშტაბური დარღვევები იყო სახელმწიფოს მხრიდან. საზოგადოებას აქვს სრული შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ ნახოს ეს ანგარიშები და იმ თაობასაც, რომელსაც შესაძლოა, არ ახსოვს ეს მოვლენები ისე, როგორც ჩვენს თაობას, აუხსნას და გადასცეს სამწუხარო გაკვეთილი, რომელიც მაშინ ჩვენმა ქვეყანამ წინა ხელისუფლებისგან მიიღო“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.