არჩილ თალაკვაძე - 40%-იანი მხარდაჭერის ზღვარი 8 მარტის შეთანხმების დროს იყო ოპოზიციის მოთხოვნა და ეს კონსტიტუციაშიც ასახულია
კომენტარები გაკეთდა მხარდაჭერის 40%-იან ზღვართან დაკავშირებით, ეს იყო ოპოზიციის მოთხოვნა 8 მარტის შეთანხმების დროს და კონსტიტუციაშიც ასახულია, რომ გამარჯვებული პარტია 40%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას თუ მიიღებდა, უმრავლესობას და მთავრობას ვერ ჩამოაყალიბებდა – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„ჩვენ მივიღეთ 48% და სრული უფლება, რომ უმრავლესობაც და მთავრობაც ჩამოგვეყალიბებინა.
შარშან, 8 მარტს ხელმოწერილ შეთანხმებაში პირდაპირ წერია 40%-ის ჩამკეტი, ეს არის უკვე კონსტიტუციაშიც ასახული მაშინდელი საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენლის ჩართულობით ოპოზიციასთან გამართულ მოლაპარაკებებზე საუბრისას.