არჩილ გორდულაძე – უკრაინაში აიკრძალა 22 პარტია, მოლდოვაში რვა, ევროპაში ბოლო ათწლეულებში აიკრძალა 150 პარტია, არ გამოვა, რომ პარტიების აკრძალვა იქ დემოკრატიის წინსვლა იყოს, საქართველოში კი, უკუსვლა

23:36, 27.10.2026

ევროპის მასშტაბით ბოლო ათწლეულების განმავლობაში 150 პარტიაა აკრძალული, ხოლო უკრაინაში აიკრძალა 22 პარტია, მოლდოვის მასშტაბით – რვა. აქედან ოთხი მემკვიდრე პარტიის საქმიანობა აიკრძალა 2026 წლის ივლისში. აგენტურა „ნაცმოძრაობის“ სახით და მათ უკან მდგომი ძალები ცდილობენ, საზოგადოებას შემოასაღონ ტყუილი, რომ უკრაინასა და მოლდოვაში, ასევე ევროპის მასშტაბით არააკონსტიტუციური, არასახელმწიფოებრივი პარტიების აკრძალვა არის დემოკრატიის ზეიმი, ხოლო საქართველოში ანალოგიური პარტიების აკრძალვა წარმოადგენს დემოკრატიულ უკუსვლას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

გორდულაძის თქმით, ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რაც მისაღებია უკრაინასა და მოლდოვაში და დემოკრატიულ წინსვლად არის წარმოჩენილი, საქართველოში ანალოგიური ქმედება დემოკრატიის უკუსვლის სახით არის შემოსაღებული.

„საზოგადოება იმსახურებს, რომ არააკონსტიტუციური პარტიების საქმიანობა იყოს აკრძალული საქართველოში ერთი მხრივ, ხოლო მეორე მხრივ, დემოკრატიის უფლებაა, საკუთარი თავი დაიცვას. რაც მთავარია, ხელისუფლების ვალდებულებაა, რომ კონსტიტუციის ფეხქვეშ გამთელი პარტიები და რეალურად, აგენეტურა, სხვადასხვა ფორმით ჩამოყალიბებული, შეფასდეს სამართლებრივად, გასამართლდეს და აიკრძალოს. კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ ევროპულ ქვეყნებში რაც არის მისაღები, რაც მისაღებია უკრაინასა და მოლდოვაში, დემოკრატიულ წინსვლად არის წარმოჩენილი, საქართველოში ანალოგიური ქმედება, ანუ არააკონსტიტუციური პარტიების აკრძალვა დემოკრატიის უკუსვლის სახით არის შემოსაღებული. ზუსტად იმავე ოპერიდან არის, როგორც რუსული კანონი. გამჭვირვალობის კანონის მიღება თურმე შეუძლია საფრანგეთს, გამჭვირვალობის კანონის მიღების რეკომენდაციას გასცემს ევროკავშირი, ხოლო საქართველოში ამავე კანონის მიღება ძირს უთხრის დემოკრატიას. საზოგადოება ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს და კიდევ ერთხელ რწმუნდება, რომ საქართველოში მიღებული კანონმდებლობა და ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები სრულად შესაბამისობაშია როგორც ევროპულ სტანდარტებთან, ასევე, რაც მთავარია, გამომდინარეობს სახელმწიფო ინტერესებიდან და ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი მომავლის უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

მსგავსი