არჩილ გორდულაძე – კანონის წინაშე ყველა თანასწორია, ირაკლი ღარიბაშვილს შეუძლია, სამართლიანი სასამართლოს ფარგლებში უდანაშაულობა დაამტკიცოს, თუმცა თავად აქვს დანაშაული აღიარებული

13:34, 27.08.2026

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, კანონის წინაშე ყველა თანასწორია.

მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილს დანაშაული აღიარებული აქვს, თუმცა მას შესაძლებლობა აქვს, სამართლიანი სასამართლოს ფარგლებში თავისი უდანაშაულობა დაამტკიცოს.

„არსებობს ირაკლი ღარიბაშვილის მიერ აღიარებული ბრალი, რომელიც სასამართლოს მიერ დამტკიცებულია. მას ბრალი ედება კორუფციულ საქმიანობაში. ახლა შესაძლებლობა აქვს, სამართლიანი სასამართლოს ფარგლებში თავისი უდანაშაულობა დაამტკიცოს. რამდენად დაამტკიცებს, როცა თავად აქვს დანაშაული აღიარებული, სხვა საქმეა. მძიმეა, როცა ამ ყველაფერს ჩვენი გუნდის ერთ-ერთ ყოფილ ლიდერზე ვამბობთ, მაგრამ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა“, – განუცხადა გორდულაძემ საქართველოს პირველ არხს.

24 აგვისტოს პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ახალი ბრალი წარუდგინა.

მსგავსი