არჩილ გორდულაძე – გვყავს მოქალაქეები, რომლებსაც საკუთარი არსებობის გასამართლებლად სჭირდებათ უწყვეტი პროტესტის გამართვა, ასეთი იდეოლოგიაა დამახასიათებელი ფსევდორელიგიური სექტებისთვის
ჩვენ გვყავს მოქალაქეები, რომლებიც ისეთ მდგომარეობაში არიან, რომ საკუთარი თავის არსებობის გასამართლებლადაც კი სჭირდებათ გამოვიდნენ და უწყვეტი პროტესტის, მაგალიათად 667-ე დღე გამართონ. ეს მათი არსებობის გამოვლინებად არის მიჩნეული, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ზუსტად ასეთი იდეოლოგიაა ხშირად ფსევდორელიგიური სექტებისთვის დამახასიათებელი.
„სამწუხაროდ, ამ მოცემულობამდე დაეშვნენ, რაც ძალიან სამწუხაროა. როგორც პასუხუსმგებლიანი ხელისუფლების წარმომადგენელს შეეფერება, ვისურვებდით, ადამიანები გონს მოეგნონ და გარედან წამოსულ პირდაპირ ნიაღვარს არ დაემორჩილონ – დეზინფორმაციისა და ექსტრემისტული გამოვლონებების წახალისებასა და მითითებებს“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.