არჩილ გორდულაძე – არ შეიძლება, სახელმწიფოს კეთილი ნება არაკეთილსინდისიერად იყოს გამოყენებული, ვისაც უნდა, რომ კანონის ფარგლებში სხვა საქმიანობა აწარმოოს, თანხის გადახდა მოუწევს
იმისათვის, რომ მთიან რეგიონებში მოსახლეობა დაბრუნდეს, სახელმწიფოს პოზიციაა, რომ მათ შეღავათები ჰქონდეთ, მათ შორის დენი უფასო იყოს, მაგრამ, სამწუხაროდ, მოსახლეობისთვის სასარგებლო ნაბიჯებს ადამიანები საკუთარი ჯიბისთვის და ხელის მოსათბობად იყენებენ, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მისი თქმით, არ შეიძლება, სახელმწიფოს კეთილი ნება არაკეთილსინდისიერად იყოს გამოყენებული.
„რა თქმა უნდა, სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა, რომ უკანონობა აღკვეთოს. თუ საჭიროება იქნება, აღნიშნულ საკითხს სამართალდამცავებიც მოიკვლევენ. გამრიცხველიანების შედეგად კონკრეტული ჭერი განისაზღვრება, რა ნაწილში იქნება უფასო. ვისაც ოჯახისთვის სჭირდება, რომ დენი მოიხმაროს, მათთვის უფასო იქნება. ვისაც უნდა, რომ კანონის ფარგლებში სხვა საქმიანობა აწარმოოს, თანხის გადახდა მოუწევს“, – განაცხადა გორდულაძემ.