არჩილ ბერიძე ტრანსფერებზე - გაძლიერებას ვაპირებთ, ყველა ლეგიონერი ვერ გაამართლებს
ბათუმის „დინამოს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არჩილ ბერიძემ კლუბის გაძლიერებაზე ილაპარაკა.
„კლუბი ცოცხალი ორგანიზმია და გაძლიერებაზე ყოველდღიურად ვმუშაობთ, რამდენიმე უცხოელი ლეგიონერის ტრანსფერთან დაკავშირებით მუშაობა დღესაც მიმდინარეობს. ეს შეუქცევადი პროცესია და გუნდის გაძლიერებაზე 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ“ – ამბობს არჩილ ბერიძე კლუბის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინტერვიუში.
მან კომენტარი განხორციელებულ ტრანსფერებზე გააკეთა და იმ გულშემატკივრებს უპასუხა, რომლებიც ზოგიერთი ლეგიონერით უკმაყოფილოა: „ზოგი ფეხბურთელი კარგ ფორმაში მოდის, ზოგიც – ცუდში. ეს ყველაზე კარგად იცის მთავრმა მწვრთნელმა და მისი გადასაწყვეტია, ვის დააყენებს და ვის – არა. მაგალითად, თუ არ გაამართლა რეინალდოს ტრანსფერმა, ტეიდის ტრანსფერი 100% გამართლებულია. თუმცა მე ვფიქრობ, რომ რეინალდოს შანსი აუცილებლად მიეცემა და გულშემატკივარიც აიხდენს ამ სურვილს. დღესდღეობით რეინალდო ჩვენთვის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია და რომელი კლუბის პრეზიდენტს გაუხარდება ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელის უთამაშებლობა? ვიღაც ამართლებს, ვიღაც არ ამართლებს, ეს ჩვენ არ მოგვიგონია და ვერაფერს შევცვლით“.