არასრულწლოვნების პორნოგრაფიული მასალების დამზადება-გასაღების საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი აცხადებს, რომ შესაძლოა, პროკურატურამ ათ ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმება გააფორმოს
არასრულწლოვნების პორნოგრაფიული მასალების დამზადება-გასაღების საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი აცხადებს, რომ შესაძლოა, პროკურატურამ ათ ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმება გააფორმოს

არასრულწლოვნების პორნოგრაფიული მასალების დამზადება-გასაღების საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი ნიკოლოზ წულეისკირი ამბობს, რომ საქმეზე ბრალდებული 24 პირიდან შესაძლოა, ათ მათგანთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდეს.

როგორც ადვოკატი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირთან საპროცესო შეთანხმების გაფორმება არ იგეგმება. ამასთან, როგორც ადვოკატმა, ნიკოლოზ წულეისკირმა განაცხადა, შეთანხმების გაფორმება ხვალ ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე იგეგმება.

„აღნიშნული საპროცესო შეთანხმებით გამოვა, რომ მეორე დაკავებების დროს, როდესაც 10 პირი დააკავეს, ეს პირები აღმოჩნდებიან ჩიხში. გამოდის, რომ საქმეში გამოჩნდებიან პირები, რომლებიც დიდი სიამოვნებით ითანამშრომლებენ გამოძიებასთან, რათა შეუმსუქბუდეთ სასჯელი. ისინი აბსოლუტურად ყველაფერს იკადრებენ. ამ შემთხვევაში ისინი მთავარი ფიგურანტები, ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი პირებისკენ, ბავშვების მშობლებისკენ გამოიშვერენ ხელს“, – განაცხადა  ადვოკატმა ნიკოლოზ წულეისკირმა.

ადვოკატის განცხადებით, ინფორმაცია ათი ადვოკატის სახელით გაავრცელა. ამასთან ადვოკატი აცხადებს, რომ უფლებადამდეველები აქციების ჩატარებასაც არ გამორიცხავენ.

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით სულ 24 პირია დაკავებული. საქმეში მთლიანად დაზარალებული 23 არასრულწლოვანია, რომელთა ასაკი რვიდან 14 წლამდეა.