არასრულწლოვანს მიცკევიჩის ქუჩაზე მანქანა დაეჯახა
არასრულწლოვანს მიცკევიჩის ქუჩაზე მანქანა დაეჯახა

თბილისში, მიცკევიჩის ქუჩაზე არასრულწლოვანს ავტომანქანა დაეჯახა.

თვითმხილველების განცხადებით, 12-წლამდე მოზარდი ზებრა გადასასვლელზე გადადიოდა, თუმცა შუქნიშანი ახალი ანთებული იყო და მან წითელი ნიშანი ვერ დაინახა.

დაშავებული მოზარდი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც პირველ არხს სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში განუცხადეს, მოზარდი გონზეა და მას პოლიტრავმები აღენიშნება.