არასრულწლოვანმა გოგონამ იტალიის ქალაქ ვიჩენცადან პოლიციას მიმართა ფორვარდ მარიო ბალოტელის თაობაზე, – ამის შესახებ დაწერა „ჯორნალე დი ვიჩენცამ“.
წყაროს ცნობით, გოგონას მიმოწერა ჰქონდა იტალიელ ფეხბურთელთან, როცა ის ჯერ კიდევ ფრანგულ „ნიცაში“ გამოდიოდა. მას ფეხბურთელთან სექსუალური კონტაქტიც ჰქონდა, რის შემდეგაც დაიწყო ფორვარდის შანტაჟი იმის ნიადაგზე, რომ ის თითქოს ჯერ არ გამხდარა 18 წლის.
დუმილისთვის „მსხვერპლმა“ 100 ათასი ევრო მოითხოვა, მაგრამ ფეხბურთელმა უარი თქვა გადახდაზე.
პოლიციამ უკვე აღძრა საქმე „ბრეშას“ ფორვარდის წინააღმდეგ. სავარაუდო სასჯელის შესახებ არაფერს იტყობინებიან.