გიორგი მშვენიერაძემ აქციაზე გიორგი გახარიას ტელეფონის ნომერი საჯაროდ გამოაცხადა და მოუწოდა მოქალაქეებს, შს მინისტრისთვის მიეწერათ: „წადი!“
გიორგი მშვენიერაძემ აქციაზე გიორგი გახარიას ტელეფონის ნომერი საჯაროდ გამოაცხადა და მოუწოდა მოქალაქეებს, შს მინისტრისთვის მიეწერათ: „წადი!“

რუსთაველის გამზირზე,  საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოვიდა არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“  ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე.

მშვენიერაძემ აქციაზე საჯაროდ გამოაცხადა შს მინისტრის, გიორგი გახარიას მობილური ტელეფონის ნომერი და მოუწოდა იქ მყოფებს, მიეწერათ მინისტრისთვის მოწოდება – „წადი”.

„ახლა მაინც გაიგონებს ჩვენს ხმას”, – განაცხადა მშვენიერაძემ.