არაოლიმპიურ წონით კატეგორიებს შორის მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე ბოლქვაძე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს, თოხაძე და აბულაძე რეპეშაჟში იჭიდავებენ #1TVSPORT
არაოლიმპიურ წონით კატეგორიებს შორის მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე ბოლქვაძე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს, თოხაძე და აბულაძე რეპეშაჟში იჭიდავებენ #1TVSPORT

გელა ბოლქვაძემ (82 კგ) ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე არაოლიმპიურ წონით კატეგორიებს შორის მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში იჭიდავა. ფინალში გასასვლელ დაპირისპირებაში ქართველი ბერძნულ-რომაულ სტილით მოჭიდავე ირანელ მოჰამედ გერაისთან 0:2 დამარცხდა და 29 ოქტომბერს ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

ფინალურ ბლოკში მოხვედრის შანსი ორ ქართველ ფალავანსაც აქვს – გიორგი თოხაძე (55 კგ) და ოთარ აბულაძე (72 კგ) შეჯიბრებაზე გამოსვლას რეპეშაჟიდან განაგრძობენ.

მსოფლიო პირველობაზე ფინალური ბლოკი 29 ოქტომბერს 20:00 საათზე დაიწყება.