არაოლიმპიურ სახეობებში 10 საუკეთესო ქართველი სპორტსმენი დააჯილდოვეს #1TVSPORT
სპორტის არაოლიმპიურ სახეობებში 2022 წლის 10 საუკეთესო ქართველი სპორტსმენის დაჯილდოება გაიმართა. ცერემონია, ტრადიციულად, ერთადერთი სპორტული მედიაკავშირის, JAKO FM-ის საიუბილეო საღამოს შედგა.
დაჯილდოებას ვერ ესწრებოდა და ვიდეომიმართვა გამოაგზავნა მისმა ინიციატორმა და წამყვანმა ჯამლეტ ხუხაშვილმა. არაოლიმპიურ სახეობებში საუკეთესო ფედერაციები სპორტულმა ჟურნალისტებმა გამოავლინეს, საუკეთესო სპორტსმენები კი – შესაბამისმა ფედერაციებმა. გამარჯვებულები შესაბამისი ხარისხის მედლებით, სერთიფიკატებითა და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. განსხვავებული ჯილდო გადაეცა საქართველოს ფუტსალის ნაკრებს, რომელმაც ჯილდო ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული დებიუტისთვის მიიღო.
ცერემონიაზე, სპორტის არაოლიმპიურ სახეობებში საუკეთესო სპორტსმენების გამოვლენის გარდა, პარასპორტსმენებიც დაჯილდოვდნენ. დაჯილდოებას დაესწრნენ მთავრობის, მერიის, სპორტული ფედერაციების, სპორტის, კულტურისა და მედიის წარმომადგენლები. ღონისძიება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.
გამარჯვებულები
საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტის 2022 წლის საუკეთესო სპორტსმენი
ნოდარ ციხელაშვილი
საქართველოს კიკბოქსინგის ფედერაციის 2022 წლის საუკეთესო სპორტსმენი
ლუკა შონია
ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის 2022 წლის საუკეთესო სპორტსმენი
ლევან მატიაშვილი
საქართველოს პანკრატიონის გრაპლინგის და MMA ეროვნული ფედერაციის 2022 წლის საუკეთესო სპორტსმენი
სანდრო თევზაძე
საქართველოს ათლეტიზმის ფედერაციის 2022 წლის საუკეთესო სპორტსმენი
თემურ სამხარაძე
საქართველოს უძლიერეს მამაკაცთა ეროვნული ფედერაციის 2022 წლის საუკეთესო სპორტსმენი
ლუკა ჩიკვილაძე
საქართველოს უშუს ფედერაციის 2022 წლის საუკეთესო სპორტსმენი
ვალერი პეხტერევი
წარმატებული დებიუტი ევროპის ჩემპიონატზე
საქართველოს ფუტსალის ნაკრები
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის 2022 წლის საუკეთესო სპორტსმენი
ნინო ბაციაშვილი
საქართველოს რაგბის კავშირის 2022 წლის საუკეთესო სპორტსმენი
დავით ნინიაშვილი
JAKO FM-ი საქართველოში პირველი და ერთადერთი სპორტული მედიაგაერთანებაა, რომელიც 17 წელია ემსახურება სპორტის სფეროს პოპულარიზაციას. რადიო მაუწყებლობა 2006 წლის 15 იანვრიდან დაიწყო.