არალეგალური ფოტოები ჩრდილოეთ კორეიდან - აკრძალული კადრები
არალეგალური ფოტოები ჩრდილოეთ კორეიდან - აკრძალული კადრები

ერიკ ლაფორგი იმ იღბლიან ფოტოგრაფებს შორის მოხვდა, რომელმაც პროფესიული მიზნით ჩრდილოეთ კორეაში იმოგზაურა. მას ჰქონდა შანსი დაეფიქსირებინა ის რეალობა, რომელიც ქვეყანაში არსებობს.

“2008 წლიდან ჩრდილოეთ კორეაში ექვსჯერ ვიყავი. მადლობა ციფრული მეხსიერების ბარათებს, რადგან მათ გარეშე ფოტოების შენახვას ვერ შევძლებდი. ქვეყანაში ფოტოების გადაღება აკრძალულია და თუ მაინც მოახერხე და გადაიღე, მათ წაშლას ითხოვენ”, – ამბობს ერიკ ლაფორგი.

2012 წელს, როდესაც ლაფორგი ჩრდილოეთ კორეიდან დაბრუნდა, ქვეყნის მთავრობამ ინტერნეტში მისი გადაღებული ფოტოები აღმოაჩინა. მათ ფოტოგრაფს კადრების წაშლა მოთხოვეს.

“ჩრდილოეთ კორეის მთავრობამ ფოტოების განადგურება მოითხოვა. ბუნებრივია, მე ეს არ გავაკეთე. ჩრდილოეთ კორეაში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, გადავიღე რეალობა – ქვეყნის კარგი და ცუდი მხარეები”, – ამბობს ერიკ ლაფორგი.

​მისი უარის შემდეგ, ჩრდილოეთ კორეის მთავრობამ ერიკ ლაფორგს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.

გოგონა ჯარისკაცებთან – ქვეყანაში სამხედროების გადაღება აკრძალულია

სამხედროები ხშირად ადგილობრივ ფერმერებს ეხმარებიან

ბიჭი, რომელიც შუა გზაზე დგას

შემთხვევა, როდესაც ადგილობრივები საკვებად ბალახს აგროვებენ. ასეთი შემთხვევის დაფიქსირების დროს, თქვენი გიდი ნამდვილად უკმაყოფილო იქნება.

მართალია ჩრდილოეთ კორეაში მანქანების რაოდენობამ იმატა, თუმცა ადგილობრივები შუა გზაზე სეირნობას არ იშლიან.

მსოფლიოში ჩრდილოეთ კორეის მეტროსადგურების სიღმრე ყველაზე დიდია, ვინაიდან ისინი ომის დროს თავშესაფრის ფუნქციას ასრულებენ.

ჩრდილოეთ კორეაში უძლური და სუსტი ადამიანების გადაღება აკრძალულია

მეთევზე სამაშველო კამერას ნავად იყენებს

როდესაც ფხენიანში დელფინარიუმს ეწვევით, დელფინის გადაღების უფლება გაქვთ, თუმცა ჯარისკაცების – არა.  მათი რაოდენობა კი, ხალხის საერთო რაოდენობის 99%-ია.

მთავრობის წარმომადგენელი ქრისტიანულ ეკლესიაში. ფოტოგრაფებს ოფიციალური პირების უხერხულ მდგომარეობაში გადაღების უფლება არ აქვთ.

ჩრდილოეთ კორეაში მთავრობას არ სიამოვნებს, როდესაც სიღარიბის ამსახველ კადრებს აფიქსირებენ.

ჯარისკაცს ღია სივრცეში, ბალახზე სძინავს.

მუშები, რომლებთაც უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის გარეშე უწევთ მუშაობა.

ფოტოგრაფებს კიმ ჩენ ინის ქანდაკების უკნიდან გადაღების უფლება არ აქვთ, ეს სიუხეშედ ითვლება.

ბავშვები ფერმაში მძიმე სამუშაოს ასრულებენ

მომენტი, რომლის ნახვა ჩრდილოეთ კორეაში ხშირად შეგიძლიათ, თუმცა მისი გადაღება აკრძალულია

მსგავსი ფოტოს გადაღება ორი მიზეზის გამო არ შეიძლება: 1) ბიჭი ჰიპსტერულ სტილზეა; 2) ფოტოზე ჯარისკაცები ფიქსირდებიან