არაიკ ჰარუთიუნიანს, რომელიც არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ყოფილი რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა, აზერბაიჯანის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, არაიკ ჰარუთიუნიანს, რომელიც არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ყოფილი რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა, აზერბაიჯანის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.
მედიის ცნობით, ჰარუთიუნიანისთვის სასჯელის სახით სამუდამო პატიმრობას სახელმწიფო ბრალდება ითხოვდა.
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, დღესვე სამუდამო პატიმრობა მიესაჯა არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ყოფილი რესპუბლიკის ყოფილ ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ბაბაიანს, ე.წ. ეროვნული ასამბლეის ყოფილ თავმჯდომარეს, დავით იშხანიანს, ე.წ. თავდაცვის არმიის ყოფილ მეთაურს, ლევონ მნაცაკანიანს და სხვა პირებს.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ჰარუთიუნიანს და სხვა პირებს ბრალი ედებოდათ „სომხეთის სამხედრო აგრესიის შედეგად მშვიდობისა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულებში; ომის დანაშაულებში, მათ შორის აგრესიული ომის მომზადებასა და წარმოებაში, გენოციდში, ომის კანონებისა და წესების დარღვევაში; ტერორიზმში, ტერორიზმის დაფინანსებაში, ძალაუფლების ძალადობრივად ხელში ჩაგდებაში, ძალაუფლების ძალადობრივად შენარჩუნებასა“ და მრავალ სხვა დანაშაულში.
ცნობისთვის, ჰარუთიუნიანისა და სხვა პირთა წინაააღმდეგ სასამართლო პროცესი 2025 წლის 17 იანვარს დაიწყო.