არაღიარებული მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო ხელისუფლება კიდევ 49 სამხედროს დაღუპვის შესახებ იუწყება

17:12, 15.10.2020

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო ხელისუფლება თავდაცვის ძალების კიდევ 49 სამხედროს დაღუპვის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

ამგვარად, არაღიარებული მთიანი ყარაბაღის თავდაცვის ძალების მხრიდან დაღუპული სამხედროების საერთო რაოდენობამ 604 შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანული მხარე სამხედროებს შორის დანაკარგის შესახებ მონაცემებს კვლავ არ ასაჯაროებს. აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის ცნობით, 27 სექტემბრიდან სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან თავდასხმების შედეგად გარდაიცვალა 43 მშვიდობიანი მოქალაქე, 218 კი დაშავდა.

მსგავსი