არაღიარებულ მთიან ყარაბაღში აცხადებენ, რომ სტეპანაკერტში ელექტრომომარაგება შეწყვეტილია
არაღიარებულ მთიან ყარაბაღში აცხადებენ, რომ სტეპანაკერტში ელექტრომომარაგება შეწყვეტილია

არაღიარებულ მთიან ყარაბაღში აცხადებენ, რომ სტეპანაკერტში შეწყვეტილია ელექტრომომარაგება. როგორც ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის წარმომადგენლები ამტკიცებენ, აზერბაიჯანულმა მხარემ სამიზნეში ამოიღო სტეპანაკერტის ელექტროსისტემები.

თავის მხრივ, აზერბაიჯანის ხელისუფლება სამოქალაქო ობიექტებზე შეტევას უარყოფს.

მანამდე, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, შუშან სტეპანიანმა მოწინააღმდეგის მიერ სტეპანაკერტზე სარაკეტო დარტყმების განხორციელების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.