არაღიარებულ მთიან ყარაბაღში აცხადებენ, რომ შეიარაღებულ დაპირისპირებას 19 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა
არაღიარებულ მთიან ყარაბაღში აცხადებენ, რომ შეიარაღებულ დაპირისპირებას 19 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა

მთიან ყარაბაღში შეიარაღებულ დაპირისპირებას 19 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი, შვიდი ქალი და 11 კაცია, – ამის შესახებ არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. ომბუდსმენი იუწყება. არტაკ ბეგლარიანის თქმით, დაღუპული მოქალაქეები სარაკეტო თავდასხმებს და საარტილერიო ცეცხლს ემსხვერპლნენ. დაშავებულია 80 პირი, მათგან 60-ის მდგომარეობა მძიმეა.

მთიან ყარაბაღში შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად, 26 გარდაცვლილისა და 127 დაშავებულის შესახებ იუწყება აზერბაიჯანი.