არაბულმა ისევ გაიტანა - ქართველი საბერძნეთის ჩემპიონატის ბომბარდირთა ათეულშია [ვიდეო] #1TVSPORT
ბაჩანა არაბულმა საბერძნეთის სუპერლიგაში ზედიზედ მეორედ გაიტანა და „ლამიას“ ქულის გადარჩენაში დაეხმარა. ეს ჩემპიონატის მე-14 ტურის შეხვედრაში მოხდა – ქართველის გუნდმა „ვოლოსს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში ქულა გადაარჩინა.
27 წლის ქართველი თავდამსხმელი „ლამიას“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 84 წუთი ითამაშა. ბაჩანამ გუნდისთვის მნიშვნელოვან დროს გაიტანა: „ვოლოსი“ 59-ე წუთისთვის ნუდერლანდელი თავდამსხმელის, საბერძნეთის სუპერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მეგოლის, ტომ ვან ვეერტის (32 წთ, 54 წთ) დუბლით 2:0-ს იგებდა.
სწორედ ამ დროს „ვოლოსის“ კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ქართველმა თავდამსხმელმა ჟორჟინიოს სტილში შეასრულა და ანგარიში 1:2 გახდა. 2 წუთში „ვოლოსს“ მეორედ ბოლოვიის ნაკრების შემტევმა დანი ბეხარანომ გაუტანა და საბოლოოდ, შეხვედრა 2:2 დასრულდა.
14 ტურის შემდეგ 11 ქულით „ლამია“ 14-გუნდიან საბერძნეთის სუპერლიგაში მე-12 ადგილზეა და ამ მოგებით „ატრომიტოსს“ (9 ქულა) და „აპოლონს“ (7 ქულა) მცირე უპირატესობით გადაასწრო.
ბაჩანა არაბულმა საბერძნეთის სუპერლიგაში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა, 11 მატჩში 4 გოლით კი გუნდის საუკეთესო ბომბარდირია და ლიგის მეგოლეების ათეულში შევიდა.