არაბული მედიის ინფორმაციით, ღაზის სექტორში ბოლო ერთ დღეში ისრაელის სამხედრო მოქმედებებს, სულ მცირე, 120 ადამიანი ემსხვერპლა
არაბული მედიის ინფორმაციით, ღაზის სექტორში ბოლო ერთ დღეში ისრაელის სამხედრო მოქმედებებს, სულ მცირე, 120 ადამიანი ემსხვერპლა

ღაზის სექტორში ბოლო ერთ დღეში ისრაელის სამხედრო მოქმედებებს, სულ მცირე, 120 ადამიანი ემსხვერპლა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას არაბული მედია ღაზის ჯანდაცვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

არაბულ ანკლავში აცხადებენ, რომ საბრძოლო მოქმედებების შედეგად ბოლო ერთ დღეში, სულ მცირე, 474 ადამიანი დაშავდა.

გავრცელებული ცნობით, ისრაელის მოქმედებების გამო დილიდან მოყოლებული, სულ მცირე, 57 ჰუმანიტარული დახმარების მაძიებელი დაიღუპა და 363-ზე მეტი დაშავდა.

არაბული მედიის თანახმად, საავადმყოფოები სერიოზულ გადატვირთულობას განიცდიან, რადგან ისრაელის ძალები კვლავ აფერხებენ სიცოცხლის გადარჩენისთვის საჭირო სამედიცინო მარაგების შეტანას.️

2023 წლის 7 ოქტომბერს ღაზის სექტორში დაწყებული ისრაელის სამხედრო ოპერაციის მსხვერპლთა რიცხვი 55 000-ს გადასცდა.