არაბული მედიის ცნობით, ისრაელის თავდასხმებს ღაზის სექტორში სამი ადამიანი ემსხვერპლა
არაბული მედიის ინფორმაციით, ისრაელის თავდასხმებს ღაზის სექტორში სამი ადამიანი ემსხვერპლა. გავრცელებული ცნობით, ერთი ადამიანი ბურეიჯის ლტოლვილთა ბანაკში მოკლეს, დანარჩენი ორი კი – ღაზის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებში.
არაბული მედია წერს, რომ ქალაქ ხან იუნისის აღმოსავლეთით, ბანი სუჰეილაში ხალხის ჯგუფზე ისრაელის დრონის თავდასხმის შედეგად ერთი პალესტინელი დაიღუპა.
ისრაელის არმია სამხრეთ ღაზაში, ხან იუნისის აღმოსავლეთით მასშტაბური დემონტაჟის ოპერაციებს ახორციელებს, სადაც ათიდან ცხრა შენობა მთლიანად ან ნაწილობრივ განადგურდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქალაქ ღაზის აღმოსავლეთ უბნებში სროლის ხმა ისმის.