არაბული მედიის ცნობით, ისრაელის სამხედრო ოპერაციას ღაზის სექტორში გასული დღის განმავლობაში 82 ადამიანი ემსხვერპლა

11:20, 21.06.2025
Palestinians gather at the site of Israeli strikes on houses and residential buildings, amid the ongoing Israel-Hamas conflict, in Beit Lahiya, in the northern Gaza Strip October 20, 2024. REUTERS/Abdul Karim Farid

ისრაელის სამხედრო ოპერაციას ღაზის სექტორში გასული დღის განმავლობაში 82 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ არაბული მედია ავრცელებს.

არაბული მედიის თანახმად, ისრაელის ცეცხლის შედეგად ღაზის სექტორის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში ჰუმანიტარული დახმარების მოლოდინში მყოფი, სულ მცირე, 34 პალესტინელი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა.

ისრაელისა და შეერთებული შტატების მიერ მხარდაჭერილი ჯგუფი, რომელსაც ჰუმანიტარული დახმარების განაწილება დაევალა, გაერო-მ გააკრიტიკა ღაზაში მარაგების უსაფრთხო მიწოდების უზრუნველყოფის „უუნარობის“ გამო.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ისრაელის კონფლიქტი ირანთან და მისი მოქმედებები ღაზაში სწრაფად აღწევს იმ წერტილს, საიდანაც უკან დაბრუნება შეუძლებელია.

მსგავსი