არაბული მედიის ცნობით, ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციას, სულ მცირე, 41 ადამიანი ემსხვერპლა
ისრაელის სამხედრო ოპერაციას ღაზის სექტორში, სულ მცირე, 41 ადამიანი ემსხვერპლა.
არაბული მედიის ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად ერთი ოჯახის ექვსი წევრი დაიღუპა.
გავრცელებული ცნობით, ქალაქ ხან იუნისში ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა საცხოვრებელი შენობები და კარვების დასახლება დაბომბეს, სადაც იძულებით გადაადგილებული ადამიანები ცხოვრობენ.
ისრაელის ავიაიერიშები განხორციელდა ქალაქ ღაზაშიც, სადაც ცხრა ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაშავდა.
გაერო-ს წარმომადგენელმა, ჯოის მსუამ გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს განუცხადა, რომ ღაზის სექტორი მსოფლიოში ყველაზე საშიში ადგილია ჰუმანიტარული დახმარების მუშაკებისთვის.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ჰამასმა“ უარყო ისრაელის მიერ შეთავაზებული საზავო პირობები.