არაბული მედიის ცნობით, ღაზის სექტორში ისარაელის სამხედრო ოპერაციას ბოლო ერთ დღეში, სულ მცირე, 95 ადამიანი ემსხვერპლა
არაბული მედიის ცნობით, ღაზის სექტორში ისარაელის სამხედრო ოპერაციას ბოლო ერთ დღეში, სულ მცირე, 95 ადამიანი ემსხვერპლა

ღაზის სექტორში ისარაელის სამხედრო ოპერაციას ბოლო ერთ დღეში, სულ მცირე, 95 ადამიანი ემსხვერპლა.

არაბული მედიის ინფორმაციით, მსხვერპლთა შორის ათი ადამიანი ჰუმანიტარული დახმარების ცენტრთან დაიღუპა.

გავრცელებული ინფორმაციით, დღის ყველაზე სისხლიანი ერთჯერადი შეტევის დროს ისრაელის გამანადგურებლებმა დაბომბეს ინტერნეტკაფე, სადაც ბავშვების დაბადების დღის წვეულება იმართებოდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 39 ადამიანი დაიღუპა.

არაბული მედია წერს, რომ ოთხი ადამიანი დაიღუპა ქალაქ ხან იუნისში საცხოვრებელი სახლის დაბომბვის შედეგად.

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში „ჰამასის“ და სხვა ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციების ფარგლებში, ღაზის სექტორში 140-ზე მეტ ტერორისტულ სამიზნეზე საჰაერო იერიში განხორციელდა.

სამხედროების განცხადებით, დარტყმების სამიზნე ტერორისტული დაჯგუფების ოპერატიული წევრები, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების გაშვების ადგილები, იარაღის საწყობები, სამხედრო შენობები და მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა იყო, რომლებიც ისრაელის ჯარებს საფრთხეს უქმნიდა.