არაბული მედიის ცნობით, ღაზის სექტორის საავადმყოფოებში 24 საათის განმავლობაში შიმშილისა და არასრულფასოვანი კვების გამო გარდაცვალების ცხრა ახალი ფაქტი მოხდა

20:54, 25.07.2025

ღაზის სექტორის საავადმყოფოებში 24 საათის განმავლობაში შიმშილისა და არასრულფასოვანი კვების გამო გარდაცვალების ცხრა ახალი ფაქტი მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას არაბული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, შიმშილით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 122-მდე გაიზარდა.

პარალელურად, გაერო-ს ბავშვთა ფონდში აცხადებენ, რომ ღაზაში აგვისტოს შუა რიცხვებისთვის მძიმედ არასრულფასოვანი კვების მქონე ბავშვების სიცოცხლის გადასარჩენად საჭირო სპეციალიზებული თერაპიული საკვები ამოიწურება.

გაერო-ს პალესტინელი ლტოლვილების სააგენტოს (UNRWA) ხელმძღვანელმა, ფილიპ ლაზარინიმ განაცხადა, რომ არაბული ანკლავი „განზრახ მასობრივ შიმშილს“ განიცდის. გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა საერთაშორისო საზოგადოება გააკრიტიკა ღაზაში პალესტინელების ტანჯვის უგულებელყოფის გამო, რაც, მისი თქმით, „მორალურ კრიზისს წარმოადგენს“.

მსგავსი