არაბული მედია - საზავო შეთანხმების მიუხედავად, ისრაელი ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციას აგრძელებს
საზავო შეთანხმების მიუხედავად, ისრაელი ღაზის სექტორში ოპერაციას აგრძელებს, რასაც მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა. ინფორმაციას ამის შესახებ არაბული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ცნობებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ღაზის სექტორის საავადმყოფოებში 13 პალესტინელის ცხედარი და რვა დაჭრილი გადაიყვანეს.
ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამსახურის ინფორმაციით, სულ მცირე, 22 ათას პალესტინელს სამედიცინო ევაკუაცია სჭირდება. ღაზის სექტორის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების დაწყებიდან ანკლავში მხოლოდ 986 ჰუმანიტარული სატვირთო მანქანა შევიდა, მაშინ როდესაც 20 ოქტომბრის საღამომდე 6 600 ავტომობილი უნდა ჩასულიყო.